
წყარო:
სულიერი მდელო [გვ. 257]
ნუთუ ფიქრობენ, რომ ღვთის და ქრისტეს ჭეშმარიტება განზე დგას ბუნებრივი ჭეშმარიტებისაგან, რომელიც
ნუთუ ფიქრობენ, რომ ღვთის და ქრისტეს ჭეშმარიტება განზე დგას ბუნებრივი ჭეშმარიტებისაგან, რომელიც სასარგებლოა ადამიანისა და საზოგადოებისათვის და რომ ამ უკანასკნელს ისევე შეუძლია პირველის გარეშე ცხოვრება, როგორც - მასთან შეერთებით?! შეხედეთ ხალხებსა და ადამიანთა საზოგადოებებს, ქრისტიანულსა და არაქრისტიანულს. განა იქ არ ანათებს ბუნებრივი ჭეშმარიტება: საბუნებისმეტყველო, გონებრივი, ბუნებრივი, შემოქმედებითი - კეთილმოწყობილი და გამშვენებული ადამიანთა საზოგადოებისათვის, სადაც ანათებს ღვთისა და ქრისტეს ჭეშმარიტების მზე? განა ღამე არ ფარავს ხალხების ცხოვრებას? გამოაძევეთ მზე სამყაროდან: რა დაემართება მას? გამოაძევეთ გული სხეულიდან: რა დაემართება მას? განა საჭიროა ამაზე საუბარი? გამოდევნეთ ღვთისა და ქრისტეს ჭეშმარიტება ადამიანთა მოდგმიდან: მას იგივე დაემართება, რაც სხეულს გულის გარეშე, რაც სამყაროს - მზის გარეშე.
|