ნუ იტყვი, როგორც მომექცა, ისე მოვექცევიო, თავისი საქმისებრ მივაგებო. გადავიარე ზარმაცი კაცის ყანა და

ნუ იტყვი, როგორც მომექცა, ისე მოვექცევიო, თავისი საქმისებრ მივაგებო.

    გადავიარე ზარმაცი კაცის ყანა და ჭკუათხელი ადამიანის ვენახი;

    და, აჰა, ყოველივეს ეკალ-ბარდები მოდებოდა, მისი ნიადაგი ჯინჭრით დაფარულიყო და მისი ყორეც დანგრეულიყო.

    როცა ეს ვნახე, ჩავფიქრდი, შევხედე და ჭკუა ვისწავლე:

    ცოტას იძინებ, ცოტას ჩასთვლემ, ცოტახანს თავქვეშ ხელებს შემოიწყობ დასასვენებლად,

    და შენი სიღარიბე მწირივით მოგადგება და შენი გაჭირვება - იარაღასხმული კაცივით.

    თ. 24-25

 
თემატური კითხვები
0