იგავნი სოლომონისა - ციტატები, გამონათქვამები
იგავნი სოლომონისა - ციტატები, გამონათქვამები იგავნი სოლომონისა | გამონათქვამები, ციტატები
მადლიანი დედაკაცი დიდებას იხვეჭს, უმოწყალო კაცები კი სიმდიდრეს იხვეჭენ.
მოწყალე კაცი თავის სულს სიკეთეს უყოფს, გულქვა კაცი კი თავის სხეულს ღუპავს.
თ. 10–11
სიწრფელით და ჭეშმარიტებით გამოისყიდება ცოდვა, უფლის მოშიშებით ბოროტებისგან თავს დაიხსნის კაცი.
თუ უფალს მოსწონს კაცის გზები, მტრებსაც კი შეარიგებს მასთან.
თ. 15-16
ბოროტეულის მსხვერპლი სიბილწეა უფლის წინაშე, წრფელთა ლოცვა კი სათნოა მისთვის.
ბოროტეულთა კვალი სიბილწეა უფლის წინაშე, სიმართლის მიმდევარი კი უყვარს.
ცილისმწამებლის სიტყვები ნუგბარი საჭმელივითაა და მუცლის შუაგულამდე აღწევს.
თ. 17-18
ვინც ზაფხულში აგროვებს, გონიერი შვილია, ხოლო ვისაც სამკალში სძინავს, სამარცხვინო შვილია.
თ. 8-10