უვარგის შვილთა სიმრავლეს ნუ ისურვებ, და ნურც ურჯულო ვაჟებით ხარობ. მათი გამრავლება ნუ გაგახარებს, რადგან არა აქვთ შიში უფლისა. არ ირწმუნო მათი სიცოცხლე და ნუ დაენდობი მათ სიმრავლეს, რადგან ზოჯგერ ერთი სჯობს ათასსს და უ... იხილეთ სრულად

შთამომავლობა - ციტატები, გამონათქვამები
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
მოხუცთა გვირგვინი შვილთა შვილებია, შვილთა დიდება კი მათი მამებია.
თ. 17-18
მამის სირცხვილია უზრდელი ვაჟიშვილის ყოლა, ქალიშვილი საზარალოდ იბადება.
გონიერი ასული ქმარს შეიძენს, ურცხვი კი მშობლის დარდია.
უტიფარი ქალი არცხვენს მამასაც და ქმარსაც და ორივესგან შეძულებული იქნება.
თ. 20-22
ვინც ზაფხულში აგროვებს, გონიერი შვილია, ხოლო ვისაც სამკალში სძინავს, სამარცხვინო შვილია.
თ. 8-10
ბრძენი შვილი მამას ახარებს და უგუნური შვილი დედის დარდია.
თ. 8-10
ბრიყვი შვილი მშობლის სადარდებელია და ვერც უკუღმართის მამა გაიხარებს.
თ. 17-18
ბრიყვი შვილი მამის დარდია და დედის ნაღველი.
თ. 17-18

ერთი კურთხეული შვილისაგან მთელ სახლს ძალუძს კურთხევის მიღება და წარმატების მიღწევა ყველაფერში, ხოლო ერთი უკურთხებლის მიზეზით შეიძლება, მთელი მოდგმა მწუხარებას განიცდიდეს.