თემა: ბედნიერება, სიყვარული მოყვასისადმი, ადამიანის სიყვარული ღვთისადმი
ყველაზე და ყველაფერზე მეტად ღმერთი გიყვარდეს. უფლის შემდეგ მოყვასის სიყვარული საკუთარი თავისას გაუტოლე, ხოლო თუ სრულყოფილება გსურს, მაშინ უკანასკნელი პირველს მიუტანე მსხვერპლად და მიწიერი ბედნიერება, რომელსაც საკუთარ თავში მოიპოვებ, იქნება დასაწყისი და წინდი შენი მარადიული ბედნიერებისათვის ზეცაში.