თემა: მიტევება, წყენა
ნეტარია ის, ვისაც შეუძლია, წმიდა გრიგოლ ნოსელთან ერთად თქვას: ღმერთო! მომექეცი ისე, როგორც მე ვიქცევი. შემიძლია თვითონ ვიძიო შური, მაგრამ ამას არ ვაკეთებ; შენც ნუ იძიებ შურს. შერიგებით დავასწარი მტერს, შენც დამასწარი შენი მადლით. დავივიწყე ბოროტება, რომელიც მან მე გამიკეთა; შენც დაივიწყე ჩემი ცოდვები. მე უწინდებურად მიყვარს იგი, როგორც მაშინ, როდესაც არ მაწყენინებდა. შენც კვლავ გიყვარდე ღმერთო, თუკი ოდესმე გაწყენინებ. მომექეცი ისე, როგორც მე ვექცევი მას. მე შევასრულებ შენს ბრძანებას; შენ გააკეთე ის, რასაც დამპირდი: "ნუ დასჯით და არა დაისაჯნეთ" (ლუკა 6, 37).