ავტორი:
იოსებ ათონელი(ისიხასტი)
თემა: მრისხანება
რისხვა თავისთავად ბუნებრივია. როგორც ნერვები სხეულში, ისე რისხვა - სულის ნერვია. და მისით თითოეული ადამიანი უნდა სარგებლობდეს დემონების, ერეტიკოსთა და იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რაც დამაბრკოლებელია ღმრთის გზაზე. მაგრამ თუკი ერთსულოვან ძმებზე მრისხანებ და წონასწორობადაკარგული შენსავე ნახელავს ანგრევ, იცოდე, რომ ცუდმედიდობით ხარ ავად, და სულის ნერვს ბოროტად იყენებ. ხოლო მისგან განთავისუფლება შესაძლებელია ყველას მიმართ სიყვარულითა და ჭეშმარიტი სიმდაბლით.
ამიტომ, როცა მრისხანება დაგეუფლება, მაგრად მოკუმე ბაგე და არ დაელაპარაკო შეურაცხმყოფელს ან შემარცხვენელს, მამხილებელს ან მრავალგვარად შენს უმიზეზოდ განმცდელს.
და ის გველი დაბრუნდება გულში, მიადგება ყელს, და რადგან გამოსავალს არ მისცემ, მოიშთვება და გასკდება. და როცა ეს რამდენჯერმე განმეორდება, შესუსტდება და საერთოდ შეწყდება