image

თემა: მადლი

მადლი, დიდი თუ მცირე ნიჭია უკიდეგანო ღმრთაებრივი მდიდრადგაცემიდან, რომელსაც იგი, როგორც სახიერი, გასცემს თავისი უსაზღვრო სიკეთიდან. და ისევ იღებს რა იმას, რასაც ჩვენ მას ვაძლევთ მადლიერების გამო, ანუ ღმრთის შემეცნებას, რომლისგანაც აღმოცენდება განცვიფრება, სიყვარული, მსახურება, გალობა, დიდებისმეტყველება - ყველაფერ ამას იღებს რა, სახიერი მომცემელი, კვლავ მოგვაგებს თვისთაგან თვისს, "შენნი შენთაგან".
    თავისი სიმდიდრიდან გვაჯილდოვებს და ჩვენ, ღატაკნი, ბრმანი, მკელობელნი, მისით ვმდიდრდებით და თვით ეს სიმდიდრე მასშია დავანებული, მოუკლებლად და მოუჭარბებლად. ო, წარმოუდგენელი დიდებულება! ყველას ამდიდრებს! ათასთა ათასნი, ბევრეულნი ბევრთანი გამდიდრდნენ და წმინდანები გახდნენ, თვით სიმდიდრე კი ღმერთში რჩება.
    ამიტომ, უწინარეს ყოვლისა, იცოდე ჩემო შვილო, ყოველგვარი სიკეთე ღმრთისაგან იღებს დასაბამს. გულისსიტყვა არ ხდება კეთილი, თუ იგი ღმრთისაგან არ არის, და - ბოროტი თუკი ეშმაკისგან არაა. ამრიგად, რაც უნდა კარგი გაიფიქრო, თქვა, გააკეთო - ყველაფერი ეს ღმრთის ნიჭისგანაა. "ყოველი ნიჭი სრული ზეგარდამო არს". ყველაფერი ღმრთის ნიჭისგანაა, ჩვენი საკუთარი არა გვაბადია რა
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები