ავტორი:
იოსებ ათონელი(ისიხასტი)
თემა: განსაცდელები, მოთმინება
განსაცდელები! რამდენადაც მცირეა მოთმინება, იმდენად დიდად გვეჩვენება განსაცდელი. და რამდენადაც ეჩვევა ადამიანი მათ დათმენას, იმდენად მცირდებიან და გარჯის გარეშე სძლევს მათ და კლდესავით მყარი ხდება.
ასე რომ, მოთმინება! და ის, რაც ახლა შენ ძნელად მისაღწევი გეჩვენება, წლების შემდეგ თავისთავად ჩაგივარდება ხელში, როგორც შენი საკუთრება და ვერ მიხვდები, თუ როგორ მოხდა ეს.
ამიტომ, გაისარჯე ახლა, ახალგაზრდობაში, არ თქვა: "რატომ?" და არ მოიწყინო, და როცა დაბერდები, შეჰკრებ უვნებობის ნაყოფს და გაოცდები, თუ საიდან აღმოგიცენდა ასეთი საოცარი თავთავები მაშინ, როცა შენ სულაც არ გიმუშაკნია! და არაფრის ღირსი გამდიდრდი! და მთელმა შენმა წუწუნმა, ურჩობამ, სულმოკლეობამ აღმოაცენა ასეთი ნაყოფი და კეთილსურნელოვანი ყვავილები!
ამიტომ, აიძულე თავი.
და ათასჯერაც რომ დაეცეს მართალი, კადნიერებას არ კარგავს, არამედ ისევ დგება და ძალას იკრებს, და უფალი გამარჯვებას უთვლის. და გამარჯვებას არ უჩვენებს, ქედი რომ არ აიმაღლოს, დაცემას კი თვალწინ უდებს, რათა ხედავდეს მას, იტანჯებოდეს და მდაბლდებოდეს. ხოლო როცა გაივლის მტრის ბანაკებს და ყველგან დაიქუხებს მისი დაფარული გამარჯვებები, მაშინ უფალი ნელნელა უჩვენებს მას, რომ იმარჯვებს, რომ ჯილდოვდება, რომ მისი ხელები ეხება რაღაცა ისეთს, რასაც ადრე ითხოვდა, მაგრამ არ ეძლეოდა. და ასე იწვრთნება, გამოიცდება, სრულყოფილი ხდება,რამდენადაც იტევს ბუნება, ჭკუა, გონება და ჩვენი სულის ჭურჭელი.
ამიტომ გამხნევდი და განმტკიცდი უფლისა მიერ და ნუ შეამცირებ შენს მზადყოფნას. არამედ ითხოვე, შეჰღაღადე განუწყვეტლივ, მიუხედავად იმისა, იღებ თუ არა