ავტორი:
იოსებ ათონელი(ისიხასტი)
თემა: განსაცდელები
ერთი ძმა მიამბობდა, რომ ერთხელ დამწუხრებული იყო მავანის გამო, რომელსაც რჩევას აძლევდა, ის კი არ უჯერებდა და დიდად წუხდა მის გამო. და ლოცვისას აღტაცებულ იქნა.
და ხედავს უფალს, ჯვარზე დამსჭვალულს, მთლად ნათლით მოსილს. და როცა თავი ასწია, ქრისტე მიმართავს მას და ეუბნება: "შემომხედე, რამდენი დავითმინე შენი სიყვარულისთვის! შენ კი რას ითმენ?"
ამ სიტყვებით გაქრა მწუხარება, აღივსო სიხარულითა და მშვიდობით და ღვრიდა ცრემლთა ნაკადულებს და უკვირდა უფლის შემწყნარებლობა, რომელიც ტანჯვას მოუშვებს, მაგრამ ისევ გვანუგეშებს, როცა ხედავს, რომ ვსულმოკლეობთ.
ამიტომ ნუ იურვი, ნუ დაგანაღვლიანებს შეჭირვება და განსაცდელი, არამედ ჩვენი იესოს სიყვარულით შეიმსუბუქე რისხვა და სულმოკლეობა.
და მოიძიე შენში სიმამაცე და თქვი: "სულო ჩემო, ნუ იურვი!" რადგან მცირე ჭირი განგწმენდს მრავალწლიანი სნეულებისაგან, მაგრამ მალე იგი გაივლის და ესეც ჭეშმარიტებაა