ავტორი:
იოსებ ათონელი(ისიხასტი)
თემა: განსაცდელები, ადამიანის სიყვარული ღვთისადმი
ერწმუნე იმას, რასაც ახლა გეტყვი. ერთხელ, ერთიმეორის მიყოლებით აღმდგარი საშინელი განსაცდელების გამო, მწუხარებამ და სულმოკლეობამ დამრია ხელი და ვუჩიოდი ღმერთს, რომ უსამართლობაა, ამდენ განსაცდელს რომ მიგზავნის და ოდნავადაც რომ არ აოკებს მათ, რათა სული მაინც მოვითქვა. და იმ სიმწარისას ხმა ჩამესმა, ძალიან ტკბილი და ძალიან წმინდა, უღრმესი თანაგრძნობით აღსავსე: "განა არ დაითმენ ამ ყველაფერს ჩემი სიყვარულისთვის?" და ამ ხმის გაგონებისთანავე ცრემლები წამსკდა, ისეთი ძლიერი და ვნანობდი სულმოკლეობას, რომელმაც ჩემში იმძლავრა. არასდროს არ მავიწყდება ეს ხმა, ისეთი ტკბილი, რომ მყისვე გაქრა განსაცდელი და მთელი სულმოკლეობა