image

თემა: განსაცდელები,  სიყვარული

არაფერი ისე არ შეგეწევა მრისხანებისა და სხვა ვნებების დაცხრომაში, როგორც სიყვარული ღმრთისა და ყოველი ადამიანისადმი. სხვა ღვაწლთან შედარებით, სიყვარულით იოლად იმარჯვებ.
    მაგრამ არც მოღვაწე გრძნობს სიმძიმეს, როცა გონებაზე სიყვარული ხელმწიფებს. სიყვარული იმიტომ არ ქრება, რომ სულის საჭეს მუდამ მისკენ მიმართავ. და თუ რაიმე მოხდა, ყვირიხარ პაროლს: "შენი სიყვარულისთვის, იესო ჩემო, ტკბილო სიყვარულო, ავიტან შეურაცხყოფის, უსამართლობის, შრომისა და ყოველგვარი ჭირის ომს, რომელიც ჩემზე მოიწია". და მყისვე, როგორც კი ამას გაიფიქრებ, ტვირთის სიმძიმე გიმსუბუქდება და დემონის სიმწარე ქრება
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები