ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: აღსარება
სწავლა იგ. აღსარებისათვისვე.
მოვედით, საყვარელნო ძმანო, და აღუაროთ ცოდვანი ჩვენნი სულიერსა მოძღვარსა ჩვენსა და ნუ გვრცხვენის გამოცხადებად ცოდვათა ჩვენთა წინაშე მისსა, არამედ გვეშინოდეს ღვთისაგან, რამეთუ ღმერთი ყოველსავე ჰხედავს და არა რა დაეფარვის და მუნ ჰსტანჯავს უნანელთა, რამეთუ ჩვენ, რომელსა იგი ეგულების ჰსჯა, არა გვეშინის მისგან. ხოლო გამოცხადებად ცოდვათა ჩვენთა წინაშე ერთისა კაცისა გვრცხვენის და არა ვუწყით, ვითარმედ, რომელმან არა შეინანოს თვისნი ბოროტნი, მას დღესა (განკითხვისასა) არა წინაშე ერისა და ორისა, არამედ წინაშე ყოველთა დაბადებულთასა გამოცხადდებიან. რამეთუ მუნ დასჯდების მართლმსაჯული იესო და თვითოეულისა საქმენი, ვითარნიცა იყვნიან კეთილნი ანუ ბოროტნი. გულის-ხმა ჰყავ, ჰოი კაცო, თუ რა გიქმნიეს ბოროტი ანუ მოგიგონებიეს და ჰფარავ მოძღვრისა წინაშე, გარნა ღმერთსა ვერ დაუფარავ, და შენ კაცისაგან გრცხვენის და ღვთისა შიშსა არა მოიგონებ? გულის-ხმა ჰყავ, ვითარმედ ვერცა კაცსა დაეფარო მას დღესა შინა, რამეთუ ყოველნი ბოროტნი ჩვენნი, ვითარცა გამოხატულნი, დასდგენ წინაშე ჩვენსა, რათა თვით დასჯილ ვიყვნეთ, ვითარცა იგი მდიდარი ჰხედვიდა ლაზარეს წინაშე თვალთა მისთა, და რომელი იგი საძაგელ უჩნდა, მისსა თითსა ინატრიდა, რათამცა ნუგეშინის-იცა ალსა მას ცეცხლისასა. ამისთვის გევედრები, საყვარელნო ძმანო, შევიდეთ თვითეული გონებასა ჩვენს და დავსდგათ სამსჯავრო და წარმოვადგინნეთ შორის ცოდვანი ჩვენნი. და იყავნ გონება მსაჯულ და უკეთუ მას დღესა არა გნებავს განქიქება, აქავე განვიკურნეთ წყლულებანი ჩვენნი აღსარებითა და დავსდგათ მათ ზედა წამალნი სინანულისანი. რამეთუ შესაძლებელ არს აქავე განკურნება წყლულებათა ჩვენთა ვითარცა იტყვის უფალი: "ვითარმედ უკეთუ მიუტევნეთ, მოგეტევნენ თქვენცა ცოდვანი". ეგრეთ ვიქმნეთ, (ავხოცოთ ცოდვანი ჩვენნი), უკეთუ გვენებოს აღსარებისა და სინანულისა მიერ. ხოლო სინანული ესრეთ იქმნების, რათა პირველად განვეშორნეთ ქმნისაგან ბოროტთასა და მერმე აღმოვიხოცნეთ იგინი სრულიად გონებათა ჩვენთაგან აღსარებითა. და ესრეთ ვიწყოთ დადებად წამლისა წყლულებათა ზედა ჩვენთა. და უკეთუ მიგიტაცებიეს, განეშორე მისგან და დაიდე წამალი მისგან მოწყალებისა. და უკეთუ გისიძავს, განეშორე მისგან და დაიდე წამალი სიწმიდისა. უკეთუ ძვირი გიზრახავს ძმისადა, აჩვენე კვალად სიყვარული და ესრეთ ვიქმოდეთ თვითეულსა ზედა საქმესა. და ნუმცა თანა წარვხდებით ცოდვათა ჩვენთა, რამეთუ მოახლებულ არს ჟამი სასჯელისა, ვითარცა იტყვის მოციქული, ვითარმედ: "უფალი ახლოს არს". ნუ ზრუნავთ, რომელი მოღვაწებასა და ჭირთა შინა ხართ, ხოლო რომელნი ცოდვათა შინა ხართ, თქვენ ესრეთ გეტყვით: "უფალი ახლოს არს, ზრუნევდით, რამეთუ მოახლოებულ არს აღსასრული".
და, უკეთუ პირველ სამასისა წლისა, ოდეს პავლე იყო, იტყოდა, ვითარმედ "უფალი ახლოს არს", არა აწ უფროსად ახლოს არსა? უკეთუ მას ჟამსა (დროსა) ჟამთა აღსასრულად უწოდა მოციქულმან, არა უფროსად აწ იყოსა აღსასრული?! არამედ შევიკრძალნეთ თავნი ჩვენნი შიშითა ღვთისათა და განვიწმიდნეთ გონებანი ჩვენნი აღსარებითა. რამეთუ ოდეს არა ვუწყოდეთ და უზრუნველ ვიყვნეთ, მაშინ მოვიდეს აღსასრული მეყსა შინა (უცებ, ანაზდეულად), ვითარცა იტყვის უფალი, ვითარმედ: "ვითარცა დღეთა ნოესთა და ლოთისთა, ეგრეთ იყოს, რამეთუ მყისსა (უმსწრაფლეს), შინა მოიწიოს - ვითარცა სალმობა შობადისა უცნაურად მყისსა შინა ეწიოს დედაკაცსა, რაჟამს არა მოელოდეს მრავალ გზის". და ამისთვის გლოცავ და გევედრები ძმანო, ვიყვნეთ მარადის მზა აღსარებითა, რამეთუ მრავალ გზის არა მოგვეცემის ჟამი სინანულისა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: "ჯოჯოხეთსა შინა ვინ აღგიაროს შენ?" არამედ აქავე შევინანოთ ცოდვანი, რათა მოწყალე გვექმნას მას დღესა უფალი და ვფპოვოთ შენდობა მადლითა და წყალობითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით, და სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ