წმ. იოანე ოქროპირი - სათნოებები
წმ. იოანე ოქროპირი

თემა: სათნოებები

სწავლა ლ. ვითარმედ სათნოება განაბრძნობს კაცსა.

საყვარელნო, ვისწრაფოთ, რათა ყოველი უკეთურება განვსდევნოთ სულთაგან ჩვენთა და არა ოდეს ვიქმოდეთ ზაკვასა. რათა გულარძნილთა მიმართ გულარძნილნი გზანი მიავლინეს უფალმან და წმიდა იგი სული ღვთისა ივლტის ზაკვისაგან და ზრახვათა ბოროტთა. რამეთუ არა რაი ესრეთ ცუდ-ჰყოფს კაცსა, ვითარ უკეთურებაი და არა რაი ესრეთ განაბრძნობს კაცსა, ვითარ სათნოებაი. რამეთუ ჰყოფს კაცსა სათნოება მადლიერ, კაცთ-მოყვარე, მშვიდ და ტკბილ და რაიმცა იყო ესე ვითარისა მის უბრძნეს?რამეთუ წყარონი და ძირი სიბრძნისა სათნოება არს, ვითარცა იგი ყოვლისა უკეთურებისა დაწყებაი უგუნურებისაგან არს. რამეთუ ამპარტავანი და მრისხანე ნაკლულევანებისაგან ცნობისა იძლევის ვნებათაგან. ამისთვის წინასწარმეტყველი იტყოდა: "არა არს კურნება ხორცთა ჩემთა პირისაგან უგუნურებისა ჩემისა". რათამცა გვიჩვენა, ვითარმედ ყოველი ცოდვა დაწყებასა უგუნურებისაგან მიიღებს, ხოლო სათნოებით შემოსილი კაცი და მოშიში უფლისა, უბრძნეს ყოვლთასა არს, რამეთუ დასაბამი სიბრძნისა არს შიში უფლისა. ხოლო უკეთურსა შიში უფლისა არა აქვს, სიბრძნისაგან სადამე გამოხვებულ არს და უუგუნურეს არს ყოველთასა და მრავალნი უკეთურთა ბრძნად უწოდენ. რამეთუ ავნებენ სხვათა ხელოვნად და არა იციან, ვითარმედ ესე არს დიდი უგუნურებაი. რამეთუ, რომელი სხვასა ავნებდეს, არა მას ავნებს, არამედ თვისსა გულსა განიწონს მახვილსა და ვერ გულის-ხმა-ჰყოფს და ესე არს დიდი უგუნურების სასწაული. არამედ ჩვენ ნუმცა ჭირვეულთა და სხვათაგან ვნებულთა სახელ ვსდებთ უბადრუკად, არამედ უფროსად მავნებელთა და მაჭირვებელთა მათთა. რამეთუ იგინი არიან ვნებულნი, რომელნი ღმერთსა ბრძოლად აღიდგენენ თავთა თვისთათვის და ბევრეულთა შესმენათა პირსა აღუღებენ და დიდსა სასჯელსა განიმზადებენ ჯოჯოხეთსა შინა. ხოლო, რომელნი ჭირვეულნი იყვნენ და მოითმენდენ, მათ ღმერთიცა ჰსწყალობს და ყოველნი კაცნი, და ამასცა სოფელსა სიბრძნესა თვისსა აჩვენებენ, და მას საუკუნესა დაუსრულებელთა კეთილთა ჰპოვებენ, რომელთა ღირსმცა ვარ ჩვენ ყოველნი მიმთხვევად, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება, სულით წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ
image image
 
თემატური კითხვები
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები