სხვა მოძღვარი - განკითხვა
image

თემა: განკითხვა,  ცხონება

"აი, ერთი უმოკლესი გზა, რომელსაც ცოდვათა შენდობისკენ მივყავართ, - ბრძანებს წმიდა იოანე კიბისაღმწერელი, - კონკრეტულად კი: არ განიკითხო! თუ არ განიკითხავთ, არც თქვენ განიკითხებით!" (ლუკა 6, 37). "აი, ცხონების გზა მარხვის, ღამისთევისა და შრომის გარეშე!" - ამტკიცებს წმიდა ანასტასი სინელი. როგორც თვითმხილველი, იგი გვიამბობს, რომ ერთმა დაუდევარი ცხოვრების მქონე ძმამ სიკვდილის წინ იხილა, რომ ანგელოზებმა მისი მხოლოდდამხოლოდ ერთი სათნოების გამო - იმისათვის, რომ იგი არავის განიკითხავდა, დახიეს ყველა მისი უკანონო ქმედების ამსახველი ფურცელი და სხეულიდან გასვლის ჟამს მისი სული ზეციური სიხარულით აავსეს.
image
 
თემატური კითხვები
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები