პაისი მთაწმინდელი

სიკეთე მხოლოდ მაშინაა სიკეთე, თუ მისი აღმასრულებელი რაიმეს გაიღებს მსხვერპლად: ძილს, სიმშვიდეს და

სიკეთე მხოლოდ მაშინაა სიკეთე, თუ მისი აღმასრულებელი რაიმეს გაიღებს მსხვერპლად: ძილს, სიმშვიდეს და ამის მსგავს რამეს. სწორედ ამიტომ ბრძანა ქრისტემ: - “თავის უარყოფით”. როდესაც სიკეთეს აღვასრულებ, თუკი ის დამქანცველი არ არის ჩემთვის, მაშინ ძვირად აღარ ფასობს. თუმცაღა, მაგალითად, თუ დაღლილი ვარ, მაგრამ გამოვდივარ, რათა გზა ვუჩვენო ვინმეს, ვინც ამას მთხოვს, ეს უკვე ძვირადღირებულია. როცა მე, წინასწარ გამოძინებული, ღამეს უძილოდ გავატარებ იქ, სადაც ჩემი დახმარება სჭირდებათ, ამას დიდი ფასი არ აქვს. თანაც, თუ ამავე დროს საუბარიც ჩემს გემოზე მიდის, ამის გაკეთება ხომ სულაც იმიტომ შემიძლია, რომ ურთიერთობით ვისიამოვნო და ცოტა გავერთო. მაგრამ მაშინ, როცა დაღლილი ვარ, მაგრამ მსხვერპლს ვიღებ იმისთვის, რომ სხვას დავეხმარო, სამოთხისეულ ნეტარებას განვიცდი. მაშინ მე ვპურდები ღვთაებრივი კურთხევით.
 
თემატური კითხვები
0