ნეტარი ხარ, თუკი გლახაკად და ჩვილად მიიჩნევ თავს სულიერად განათლებულ ადამიანთა შორის. ნუ შეგშურდება
ნეტარი ხარ, თუკი გლახაკად და ჩვილად მიიჩნევ თავს სულიერად განათლებულ ადამიანთა შორის. ნუ შეგშურდება მათი და ნუ ისწრაფვი სულიერი აღტაცებისაკენ. ასეთი შეგრძნებებისაკენ მისტიკოსები ისწრაფვიან და ჭეშმარიტი ხილვების ნაცვლად ეშმაკის მახეში ებმებიან. მადლისმიერ შეგრძნებებს ღმერთი მაშინ ანიჭებს ადამიანს, როდესაც მათ გული ვნებებისგან აქვთ განწმენდილი. ასეთ მდგომარეობაში წმიდა მამები იყვნენ, ხოლო ჩვენ ცოდვილთ ლოცვა გვმართებს სინანულით. ვნებებთან ბრძოლაში შეწევნა ღმერთისგან უნდა ვითხოვოთ.
|