ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტ სინანულს მოიპოვებს, ლაპარაკობს ცოტას და მტკიცედ მოქმედებს. გონს მოსული

ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტ სინანულს მოიპოვებს, ლაპარაკობს ცოტას და მტკიცედ მოქმედებს. გონს მოსული ისწრაფვის უკეთესობისაკენ შეცვალოს საკუთარი ცხოვრება, დარწმუნებული იმაში, რომ დადგა მისთვის ხსნის ჟამი. ქვეყნის უკუღმართობასა და თავისი უწინდელი ცხოვრების ცვლილებებზე ფიქრებით ძლიერ აღელვებული, ის ეძიებს განმარტოებულ ადგილს, სადაც თავისუფალდ შეძლებს საუბარს საკუთარ თავთან და დაღვრის ულევ ცრემლს. იგი ვეღარ იტევს მწუხარებას წარსულში მის მიერ აღსრულებული საქმეების გახსენებისას, ის მიწაზე ემხობა და ვერ ბედავს მზერა აღაპყროს ზეცისკენ, საიდანაც ხსნასა და შეწევნას ელის; ხშირად გულის სიღრმიდან შეჰღაღადებს ღმერთს, ევედრება შეეწიოს მას, განამტკიცოს სათნოებაში.
 
თემატური კითხვები
6