ავტორი: ეკლესიასტე

ნუ გისწრებს ენა და გული შენი ნუ გაჩქარის სიტყვის წარმოთქმას ღვთის წინაშე, რადგან ღმერთი ცაშია, შენ

ნუ გისწრებს ენა და გული შენი ნუ გაჩქარის სიტყვის წარმოთქმას ღვთის წინაშე, რადგან ღმერთი ცაშია, შენ კი მიწაზე. ამიტომ იკმარე ცოტა სიტყვები.
    როგორც მრავლადაა სიზმარში ამბები, ისე მრავალსიტყვაა უგუნურის ნაუბარი.
    თუ ღმერთს აღთქმას მისცემ, ნუ დააყოვნებ მის აღსრულებას, რადგან უპირონი არად ვარგანან. რასაც აღუთქვამ, აღუსრულე.
    სჯობს არ აღუთქვა, ვიდრე აღთქმული არ აღუსრულო. ნუ ათქმევინებ შენს ბაგეებს ისეთ სიტყვას, რომ ცოდვაში ჩაიგდო თავი; ნურც იმართლებ თავს ანგელოსის წინაშე, შევცდიო. რად უნდა განრისხდეს ღმერთი შენს ხმაზე და დაღუპოს შენი ხელით ქმნილი?
    რადგან ბევრ სიზმრებს ბევრი ამაო სიტყვა ახლავს; შენ კი ღვთისა გეშინოდეს.
    თ. 3-5
 
თემატური კითხვები
0