რაოდენ ვერაგია ეშმაკი! ჩემს სულიერ შვილებს, ვისაც ბედნიერი, ქრისტიანული ოჯახები აქვთ, ჩასჩურჩულებს:
რაოდენ ვერაგია ეშმაკი! ჩემს სულიერ შვილებს, ვისაც ბედნიერი, ქრისტიანული ოჯახები აქვთ, ჩასჩურჩულებს: “გაცილებით უკეთესი იქნებოდა, რომ მონასტერში წასულიყავი და ზეციურ სულიერებაში გეპოვა ნუგეში, გეცხოვრა ოჯახური საზრუნავისგან შორს, რაც ყურადღებას გიფანტავს და გთრგუნავს!”
ხოლო ჩემს სულიერ შვილებს, რომლებიც ისწრაფოდნენ დაემარხათ ქალწულება ქრისტესთვის და მონასტერში წავიდნენ, ცდილობს, ჩააგონოს: “სჯობდა, ცოლი მოგეყვანა, სახლშივე შეგექმნა ეკლესია და ოჯახური ბედნიერებით გეცხოვრა, ასკეტურ ღვაწლსა და მარტოობას განშორებოდი, რაც განადგურებს”.
დაოჯახებული რომ ქცეულიყო მონაზვნად, მონაზონს კი ექორწინა, ბოროტი ახლა საპირისპიროს ჩააგონებდა მათ.
ყოველივე ამას ის აკთებს იმისთვის, რომ სასოება წარუკვეთოს, ცხოვნების გზიდან გადააცდინოს ადამიანი. კურთხეული ქორწინებაც და ქრისტესთვის ქალწულებაც გზაა ცხონებისა.

|