წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

ადამიანებს შეუძლიათ სულების ხორციელად დანახვა გრძნობების რამდენადმე შეცვლით, რაც ადამიანისათვის

ადამიანებს შეუძლიათ სულების ხორციელად დანახვა გრძნობების რამდენადმე შეცვლით, რაც ადამიანისათვის შეუმჩნეველი და გაუგებარი სახით ხორციელდება. ადამიანი მხოლოდ იმას ამჩნევს, რომ ხედავს რაღაცას, რასაც აქამდე ვერ ხედავდა და რასაც სხვები ვერ ხედავენ; ესმის ის, რაც აქამდე არ ესმოდა. გრძნობების შეცვლა, როცა ადამიანი უხილავი სამყაროს არსებებთან კავშირში შედის, წმინდა წერილებში "გრძნობების განღებად" მოიხსენიება. "აუხილა უფალმა თვალი ბალაამს და დაინახა ბალაამმა გზაზე მდგარი უფლის ანგელოზი გაშიშვლებული მახვილით ხელში" (რიცხვთა XXII, 31).
 
თემატური კითხვები
0