
ავტორი:
წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
გამოღვიძებული და მონანიე სული ჩვილ ბავშვს ჰგავს. გაიხსენე რას ეუბნებოდა მაცხოვარი ნიკოდიმოსს
გამოღვიძებული და მონანიე სული ჩვილ ბავშვს ჰგავს. გაიხსენე რას ეუბნებოდა მაცხოვარი ნიკოდიმოსს ადამიანის ხელახლად შობის თაობაზე (იხ. იოან. 3, 1-21). ახალშობილი სულისათვის აუცილებელია, რომ ქრისტეს სიტყვით იკვებოს, განიწმინდოს ლოცვითა და მარხვით, გათბეს შემოქმედისადმი სიყვარულით, ფხიზლად დაიცვას თავი ყოველგვარი მომაკვდინებელი და ბოროტი აზრების ისრებისაგან. განა მაცხოვარმა არ გვიქადაგა თავისი მოციქულების პირით: "უკუეთუ გიყუარ მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით".
|