ავტორი:
მღვდელი ვლადიმერ ელისეევი
გონება და გული სულიერ სფეროს მიეკუთვნება. ამიტომ გულისა და გონების მიერ გარედან მიღებული აზრებისა და
გონება და გული სულიერ სფეროს მიეკუთვნება. ამიტომ გულისა და გონების მიერ გარედან მიღებული აზრებისა და შეგრძნებების აღქმას სულიერი ხედვა ეწოდება. მაგრამ ჩვენი სულიერი თვალიც ბრმა არის. ეს სიბრმავე არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია გარედან მოსული აზრების და შეგრძნებების, გააზრება და განცდა. ჩვენი სულიერი ხედვა შეგვიძლია განვსაზღვროთ როგორც აზრების, განცდებისა და ზრახვების შეფასებისა და სწორად განმარტების უნარი. სახელდობრ ამ უნარს ჩვენ არ ვფლობთ. ჩვეულებრივი მხედველობის ანალოგიურად, ჩვენ თითქოს რაღაც ლაქებს ვხედავთ, მათი მოხაზულობის გარჩევის და არსის გაგების უნარი კი არ შეგვწევს.
|