ავტორი:
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
რად გადაიქცევა ადამიანის სული, რომელიც ყოველდღიურად გარყვნილების, უსაშინლესი და გაწაფული
რად გადაიქცევა ადამიანის სული, რომელიც ყოველდღიურად გარყვნილების, უსაშინლესი და გაწაფული მკვლელობების სცენებს უყურებს?! - საძაგელ სიმახინჯედ! ის ბინძური, მყრალი და უგვანი ხდება. ხუთი გრძნობა სიკვდილის ხუთ სარკმლად იქცევა ჩვენთვის. ადამიანში ორი "შემადგენელია", ეს არის სხეული და სამშვინველი. თვით სამშვინველში ის ძალა, ის უნარია, რასაც სული ეწოდება. ეს მარადისობისაკენ მიქცევაა. ცოდვამ სული და სამშვინველი გააცალკევა ერთმანეთისგან, ერთურთს დააპირისპირა. ხდება ჰიპერგანვითარება ცოდვით დაზიანებული მშვინვიერი ძალებისა, რომლებიც თავიანთი სიმძიმით სულს ავიწროვებენ და თრგუნავენ.
სამშვინველის ვნებები საფლავის ქვა ხდება სულისათვის. ის თავის თავში ღრმავდება, ერთგვარად იძინებს და შეშდება. მის კუთვნილ ადგილს სამშვინველი იტაცებს. ის წყვეტს მარადისობის "შეგრძნებას". ხატოვნად რომ ითქვას, მას აღარა აქვს ის შინაგანი თვალი, რომელიც ღვთაებრიობისაკენ იქნება მიმართული. ის მხოლოდ მიწას ხედავს. ამიტომ ადამიანებს, რომლებიც მეტისმეტად ფართო, გარეგნულ, მშვინვიერ ცოდნას ფლობენ, უჭირთ იყვნენ რელიგიურნი. ხდება მათი მისტიკური ინტუიციის ატროფირება, უკეთეს შემთხვევაში დასუსტება. ისინი რელიგიაშიც კი მატერიალურ მტკიცებულებებს ეძებენ.

|