
ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
სულიერი ცხოვრების გზა რთულია, მაგრამ მხოლოდ მასშია ჭეშმარიტი ცხოვრება, რადგან მხოლოდ მას მივყავართ
სულიერი ცხოვრების გზა რთულია, მაგრამ მხოლოდ მასშია ჭეშმარიტი ცხოვრება, რადგან მხოლოდ მას მივყავართ გადარჩენისა და მარადიული ცხოვრებისკენ. ამ გზის გავლა და უხილავი მონასტრის შექმნა კიდევ ერთ პირობას ითხოვს: სულიერ წინამძღვრობას, ეს კი გულისხმობს მორჩილებას. ის, რაც მონასტერში მორჩილისთვის არის იღუმენი ან ბერი, შენთვის ამა სოფლად ასეთად უნდა გახდეს შენი მოძღვარი. მას უნდა მიანდო შენი სული სამოძღვროდ და ვალდებული ხარ დაემორჩილო.
|