წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

ჩვენ ყველანი, მრადიული სიცოცხლისა და სინათლის სამეფოსკენ მიმავალნი, ყურადღებას უნდა ვაქცევდეთ რითაა

ჩვენ ყველანი, მრადიული სიცოცხლისა და სინათლის სამეფოსკენ მიმავალნი, ყურადღებას უნდა ვაქცევდეთ რითაა შემოსილი ჩვენი სული. დაე, ჩვენთვის მაგალითი იყოს იგი, ვინც ყოველდღიურად იმოსება და განიძარცვება, უკეთესდება, ირთვება, რათა რაც შეიძლება კარგად გამოიყურებოდეს. ასეთივე ზრუნვის და კიდევ უფრო მეტითაც ვალდებულნი ვართ მოვეპყრათ სულიერ სამოსელს ჩვენსას. ისინი სარკეში იმზირებიან, ჩვენი სარკე იესო ქრისტეა. როდესაც ვუცქერთ მას, ყველაზე წმიდა, ყველაზე ნათელ, ყველაზე მშვენიერ ადამიანს, ჩვენ საკუთარ თავს შევიმეცნებთ. ამიტომაც, როგორც კი შევამჩნევთ ლაქას ჩვენს სულში, ანდა ცოდვის ძონძებს, ვალდებულნი ვართ მაშინათვე განვიძარცვოთ ამ უწმინდურებისაგან და ქრისტეს სიწმინდითა და სილამაზით აღვიჭურვოთ, რამეთუ ყოველივე, რასაც ხორციელი სხეული გარეგანი სილამაზისათვის აკეთებს, იმის სიმბოლო გახლავთ, რაც მორწმუნეებმა სულთან მიმართებაში უნდა აკეთონ.
 
თემატური კითხვები
0