წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

ამგვარად, როცა სულიწმინდის შესახებ წმინდა წერილის სიტყვებს გაიგებ, რომ ის თითოეულ მოციქულზე

ამგვარად, როცა სულიწმინდის შესახებ წმინდა წერილის სიტყვებს გაიგებ, რომ ის თითოეულ მოციქულზე გარდამოვიდა (საქმ. 2, 3), ან წინასწარმეტყველზე აღვიდა (1 მეფ. 10, 10), ან მოქმედებს, არის შეურაცხყოფილი, დაშრეტილი, განრისხებული და ასევე, რომ ერთნი სულიწმიდის საწინდარს ფლობენ, სხვანი კი სულიწმინდით არიან სავსე, არ იფიქრო, რომ სულიწმინდა განიცდის დანაწევრებას, ან მატებას, ან ცვლილებას; არამედ ისე იფიქრე, როგორც ადრე გითხარით, ანუ, რომ არის შეუმატებელი, უცვლელი და ყოვლადძლიერი. ამიტომ თავის მოქმედებაში არის ის, რაც არის და როგორც ღმერთს შეეფერება, თითოეულს კუთვნილს ანიჭებს; რამეთუ ის, მზის მსგავსად, საკმარისად მოეფინა ნათელღებულებს; მაგრამ თითოეული ჩვენგანი იმდენად ნათლდება, რამდენადაც დამაბნელებელი ვნებები მოიძულა და უარყო; ხოლო რამდენადაც შეიყვარებს და მათზე ფიქრობს, იმდენადვე ძნელდება.
 
თემატური კითხვები
0