
ავტორი:
წმ. სილუან ათონელი
სულიწმიდა არის სიყვარული და ეს სიყვარული გადმოღვრილია ზეცად მცხოვრები ყველა წმინდანის სულზე და აქ,
სულიწმიდა არის სიყვარული და ეს სიყვარული გადმოღვრილია ზეცად მცხოვრები ყველა წმინდანის სულზე და აქ, დედამიწაზე, ღმერთის მოყვარულ სულებზე. სულიწმიდაში ზეცა ხედავს მიწას და ესმის ჩვენი ლოცვა, მიაქვს იგი ღმერთთან. ღმერთი გულმოწყალეა; იცნობს მას ჩემი სული, მაგრამ აღწერა მისი შეუძლებელია. იგი თვინიერია და მორჩილი და როცა სული ხედავს მას, მთლიანად იცვლება ღმერთის და მოყვასის სიყვარულით; თვითონაც ხდება თვინიერი და მორჩილი. მაგრამ, თუ ადამიანმა დაკარგა მადლი, ტირილს დაიწყებს, ისე, როგორც ადამი ტიროდა სამოთხიდან განდევნისას. ქვითინებდა ადამი და ეს ქვითინი მთელ უდაბნოს ესმოდა. მწარე იყო და მტანჯველი მისი ცრემლები. დიდხანს, ძალიან დიდხანს აფრქვევდა იგი მას. ღმერთის შემმეცნებელი სული, როცა კარგავს მადლს, მოწყენილია ღმერთზე და ამბობს: "მოწყენილია სული ჩემი ღმერთზე ფიქრით და ცრემლიანი დავეძებ მას".
|