არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი

ტირილს სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ნეტარად იწოდება არა ის, ვინც ცხოვრებისეულ საკითხებზე

ტირილს სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ნეტარად იწოდება არა ის, ვინც ცხოვრებისეულ საკითხებზე ტირის, რადგან ტირილი შეუძლია უძლურ ბოროტებასაც, დამცირებულ სიამაყესაც, შეურაცხყოფილ თავმოყვარეობასაც. განა ცოტა არსებობს ამაო ცრემლი? მაგრამ ყველა ეს ცრემლი არის ცოდვილი, უსარგებლო და მეტად მავნე ამ ცრემლთა პატრონთათვის, რადგან მათ მოაქვთ სულიერი და ხორციელი სიკვდილი, მოციქულის სიტყვებით: "რამეთუ ღმრთისა მიერი იგი მწუხარებაი სინანულსა ცხოვრებისასა შეუნანებელსა შეიქმს" (2 კორ. 7, 10) (ამქვეყნიურ წუხილს ხშირად მივყავართ მომაკვდინებელ ცოდვამდე - სასოწარკვეთამდე).
    ნეტარება და ნუგეში ეძლევა მგლოვიარეთ, რომლებიც იმას ტირიან, რომ არასრულყოფილად და უღირსად ემსახურებიან უფალს, ან კიდევაც იმსახურებენ მის რისხვას თავისი ცოდვების გამო.
 
თემატური კითხვები
0