
ავტორი:
პაისი მთაწმინდელი
თუკი ვინმე უბედურზე გული შეგტკივა და ეხმარები მას, იფიქრე თუ რა მსხვერპლს გაიღებდი, მის ადგილას
თუკი ვინმე უბედურზე გული შეგტკივა და ეხმარები მას, იფიქრე თუ რა მსხვერპლს გაიღებდი, მის ადგილას თავად ქრისტე რომ ყოფილიყო. ამგვარად აბარებს ადამიანი გამოცდებს. მოყვასის სახეში მორწმუნე ქრისტეს ხედავს, ხოლო ქრისტე თვითონვე ამბობს, რომ როდესაც რაიმეს აკეთებთ უბედურებისათვის, ამას აკეთებთ ჩემთვის. რა თქმა უნდა, თითოეულს მისთვის განკუთვნილი პატივი უნდა მივაგოთ, მაგრამ სიყვარული ყველასადმი ერთი და იგივე უნდა იყოს, მინისტრი და ღატაკი, გენერალი და ჯარისკაცი მორწმუნის გულში ერთსა და იმავე ადგილზე უნდა იდგნენ.
|