პაისი მთაწმინდელი

მოწყალების გაღების სიხარული უნდა ვისწავლოთ. ადამიანი სწორ პოზიციას იკავებს, თუ ის გაცემისას

მოწყალების გაღების სიხარული უნდა ვისწავლოთ. ადამიანი სწორ პოზიციას იკავებს, თუ ის გაცემისას გახარებულია. მაშინ ის ქრისტეს „ქსელზეა გადართული“ და საღვთო სიხარულს ფლობს. სიხარული, რომელსაც იგი განიცდის, სულ ერთია, გასცემს რამეს თუ ეხმარება ვინმეს, თავის თავში საღვთო ჟანგბადს შეიცავს, მაგრამ როდესაც ადამიანს ახარებს ის, რომ რაიმეს იღებს, ან და ის, რომ სხვები მისთვის მსხვერპლს იღებენ, მისი სიხარული მყრალი და სულის შემხუთველია. ადამიანები, რომლებიც საკუთარ „მეს“ არად აგდებენ და სხვებისთვის იხარჯებიან, ძალიან ჩქარა გაგვასამართლებენ ჩვენ. როგორ სიხარულს განიცდიან ისინი! მათ ქრისტე მფარველობს. მაგრამ ადამიანების უმრავლესობას მიღება უფრო ახარებს. ისინი საღვთო სიხარულს აკლდებიან და ამიტომაც იტანჯებიან. ქრისტე ლმობიერია ჩვენდამი, როდესაც ჩვენ მოყვასი საკუთარ თავზე მეტად გვიყვარს და საღვთო მხიარულებით გვავსებს. აბა შეხედეთ, ის არ შემოიფარგლა მცნებით „შეიყვარო მოყვასი შენი ვითარცა თავი თვისი“, არამედ საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა ადამიანებს.
 
თემატური კითხვები
0