წმ. სილუან ათონელი - მადლი
წმ. სილუან ათონელი

თემა: მადლი

ადამიანი მადლის მიღებამდე ცხოვრობს და ფიქრობს, რომ მის სულში ყველაფერი კარგადაა, მაგრამ როცა ეწვევა მას მადლი და იმყოფება მასში, ხედავს ყველაფერს სხვანაირად, შემდეგ კი როცა ისევ ჰკარგავს მადლს, მაშინ გაიგებს მხოლოდ რა დიდ საფრთხეში იმყოფება. მეფის ძე სანადიროდ წავიდა ძალიან შორს და დაბურულ ტყეში დაეკარგა გზა. მას აღარ შეეძლო შინ დაბრუნება. ბევრი ცრემლი დაღვარა მან გზის ძებნაში, იმყოფებოდა რა უღრან ტყეში, იგი დარდიანობდა მეფე-მამაზე და დედოფალ-დედაზე, დებსა და ძმებზე; ქვითინებდა იგი თავის პირვანდელ ცხოვრებაზე, ძლიერ ნაღვლიანობდა მამაზე და დედაზე.
     ასე და კიდევ უფრო მეტად წუხს და მოწყენილია სული, როცა ჰკარგავს მადლს. როცა ძმებმა გაჰყიდეს მშვენიერი იოსები შორეულ უცხო ქვეყანაში, მწარედ ტიროდა იგი თავის მამაზე; და როცა დაინახა თავისი საყვარელი დედის - რაქილის საფლავი, უფრო მეტად აქვითინდა და ამბობდა: "დედა, ხედავ რომ მივყავარ მე მონობის ბორკილებით უცხო ქვეყანაში?" ასე და კიდევ უფრო მეტად იტანჯბა სული, რომელმაც დაკარგა სულიწმიდის მადლი. მაგრამ ვინც არ იცის რა არის მადლი, იგი არ ეძებს მას. სამყარო მიეჯაჭვა დედამიწას და არ იციან ადამიანებმა, რომ არაფერს შეუძლია დედამიწაზე შეცვალოს სულიწმიდის სიტკბოება
image image
 
თემატური კითხვები
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები