ავტორი:
წმ. გიორგი მთაწმინდელი (ათონელი)
თემა:
მოწყალება
ჰოი მეუფეო! ეგე ბრძოლა მტერისა ბოროტისა არს, რათამცა ეკლესიათა და აღაპთა მიზეზითა გლახაკთა
ჰოი მეუფეო! ეგე ბრძოლა მტერისა ბოროტისა არს, რათამცა ეკლესიათა და აღაპთა მიზეზითა გლახაკთა უწყალოებასა შინა მოგვალს. არა თუ ამას იტყვის ღმერთი, ვითარმედ ეკლესიანი არა შეამკუენითო, არამედ: „მშიოდა და არა მეცით მე ჭამადიო“, ვითარცა იტყვის იოანე ოქროპირი ესრეთ სწავლათა თვისთა მიერ მოწყალება გლახაკთა მოიყუანა და ფრიად განყოფად იწყო უღონოთა და დავრდომილთა, ვიდრე არღარა სახილველად საკვირუელ იყო, რომელნი იგი იცნობდეს პირუელ.
|