
ავტორი:
წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი
თითოეულმა ჩვენგანმა, ვინც თავს ჭეშმარიტ ქრისტიანებად მივიჩნევთ, უნდა ვიცოდეთ ღმერთი, საკუთარი თავი
თითოეულმა ჩვენგანმა, ვინც თავს ჭეშმარიტ ქრისტიანებად მივიჩნევთ, უნდა ვიცოდეთ ღმერთი, საკუთარი თავი და დემონები. ვიცოდეთ ღმერთი, ნიშნავს იმას, რომ შეგნებული გვქონდეს მისი უზენაესობა, რამეთუ იგი არის შემოქმედი, უფალი და მბრძანებელი ყოველთა და ყველაფრისა, და მხოლოდ მას ერთს, და სხვას არავის, ძალუძს ჩვენი ხსნა და ცხოვნება. საკუთარი თავის შეცნობა იმას ნიშნავს, რომ გულისხმავყოფდეთ ჩვენს უძლურებას, ანუ იმას, რომ აზრისმიერ ბრძოლაში ჩვენ უღონონი ვართ დემონების წინაშე, თუკი საღმრთო მადლით არ აღვიჭურვებით. დემონთა გამო კი უნდა ვიცოდეთ, რომ ისინი ფარული მტრები არიან ჩვენი ხსნისა, და რომ ჩვენს წინააღმდეგ ისინი ჩვენივე თავის მეშვეობით იბრძვიან, ჩვენვე გვიყენებენ ჩვენი ხსნის წინააღმდეგ, რაც მეტად უცნაური რამ არის.
|