წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

ქრისტეს ყოველი სიტყვა ღვთის წყალობას, ჭეშმარიტებასა და სიბრძნეს წარმოაჩენს და ვინც ხალისით უსმენს,

ქრისტეს ყოველი სიტყვა ღვთის წყალობას, ჭეშმარიტებასა და სიბრძნეს წარმოაჩენს და ვინც ხალისით უსმენს, მის ძალას სასმენელით შეიგრძნობს. აი, ამიტომ უსმენდნენ რა უხალისოდ, უმოწყალოებმა და უწმინდურებმა ვერ შეიცნეს ღვთის სიბრძნე და თავად ამის მასწავლებელიც ჯვარზე გააკრეს. ამგვარად, ჩვენც უნდა მივაქციოთ ყურადღება, ვუსმენთ თუ არა ხალისით, რამეთუ მან თქვა: „უკეთუ გიყუარ მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით“ და „საყუარელ იყოს მამისა ჩემისა მიერ, და მეცა შევიყუარო იგი და გამოუცხადო მას თავი ჩემი“ (იოანე 14, 15, 21). ხედავ, როგორ დაფარა მან თავისი გამოცხადება მცნებებში? ამგვარად, ყოველი მცნება ღვთისა და მოყვასის სიყვარულში მდგომარეობს, რომელთანაც ნივთიერისგან განშორებასა და გულისთქმათა დუმილს მივყავართ.
 
თემატური კითხვები
0