
ავტორი:
წმ. სილუან ათონელი
ო, როგორ უყვარს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს ყველა, ვინც კი იცავს ქრისტეს მცნებებს, როგორ სწუხს იმათზე,
ო, როგორ უყვარს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს ყველა, ვინც კი იცავს ქრისტეს მცნებებს, როგორ სწუხს იმათზე, რომელნიც არ სწორდებიან. მე გამოვცადე ეს ჩემზე, არ ვცრუობ, ღმერთის წინაშე ვლაპარაკობ. სულით მე ვიცნობ ყოვლადწმიდა ქალწულს. მე იგი არ მინახავს, მაგრამ სულიწმიდამ შემამეცნებინა ის და მისი სიყვარული ჩემდამი. თუ არა მისი გულმოწყალება, მე დიდი ხნის დაღუპული ვიქნებოდი; მან მოინდომა მწვეოდა მე და შთაეგონებინა, რომ მე არ ჩამედინა ცოდვები. მან მე მითხრა: „არ მსიამოვნებს ვუყურო იმას, რასაც შენ აკეთებ“. მისი სიტყვები იყო სასიამოვნო, წყნარი, მშვიდი; იგი საოცრად მოქმედებდა სულზე. 40 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ რა უნდა მივაგო მე ცოდვილმა ამ სიყვარულისთვის. როგორ გადავუხადო მადლობა კეთილ, საყვარელ დედაღვთისას. ჭეშმარიტად, იგი ქომაგია ჩვენი ღმერთის წინაშე. მისი სახელის ხსენებაც ახარებს სულს. მთელი ზეცა და მთელი დედამიწა ხარობს მის სიყვარულზე.
|