
ავტორი:
წმ. ათანასე ალექსანდრიელი
მამა და ძე ერთნი არიან არა იმ აზრით, თითქოს ერთი ორ ნაწილად იყოს გაყოფილი, რომლებიც ერთ რამეს
მამა და ძე ერთნი არიან არა იმ აზრით, თითქოს ერთი ორ ნაწილად იყოს გაყოფილი, რომლებიც ერთ რამეს შეადგენენ, და არც იმ აზრით, რომ ერთი რამ თითქოს ორი სახელით იყოს წოდებული. პირიქით, რიცხვით ორნი იმიტომ არიან, რომ მამა მამაა და არა ძე, და ძეც ძეა და არა მამა; ბუნება კი ერთია და თუ ძე სხვაა თავისი შობით, იგი ერთია მამისა თავისი ღმრთაებით. მამა და ძე ორნი არიან და ამასთანავე ერთიც, ანუ ეს არის განუყოფელი და განუსხვავებელი ერთიანობა ღმრთაებისა.
|