
ავტორი:
წმ. გრიგოლ სინელი
თემა:
სამება
როგორც ღმერთშემოსილი მამები გვასწავლიან, ყოვლადარსი სამება არის ერთი სამპიროვანი ღმერთი: გონება -
როგორც ღმერთშემოსილი მამები გვასწავლიან, ყოვლადარსი სამება არის ერთი სამპიროვანი ღმერთი: გონება - მამა, სიტყვა - ძე და სული - სულიწმიდა. აი, სწორედ ესაა ჩვენი სასოების საფუძველთა საფუძველი. ერთი ჭეშმარიტი ღმერთის შეცნობა, საღმრთო წერილის მიხედვით არის დასაბამი უკვდავებისა, ხოლო სამპიროვანი, ერთი ღმერთის შეცნობა სრულყოფილი სიმართლეა. ამის შესახებ ნათქვამი სახარებისეული სიტყვა ასეც შეიძლება გულისხმა ვყოთ: "და ესე არს ცხოვრებაი საუკუნოი, რაითა გიცოდიან შენ, მხოლოი ჭეშმარიტი ღმერთი, სამპიროვანი და რომელი მოავლინე იესუ ქრისტე", - ორბუნებოვანი და ორნებოვანი (იოანე 17, 3).
|