წმ. სილუან ათონელი

საოცარია უფლის საქმენი! მიწიდან შექმნა ადამიანი და მისცა შეცნობა თავისი სულიწმიდით, ისე რომ ადამიანი

საოცარია უფლის საქმენი! მიწიდან შექმნა ადამიანი და მისცა შეცნობა თავისი სულიწმიდით, ისე რომ ადამიანი ამბობს: "უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი". მარამ ამბობს ამას რწმენისა და სიყვარულის სისრულით. მეტი რა უნდა ეძებოს სულმა დედამიწაზე? დიდი საოცრებაა! სული უეცრად იმეცნებს თავის შემოქმედს და მის სიყვარულს. როცა სული დაინახავს უფალს, მის თვინიერებას და მორჩილებას, მაშინ თვითონაც მორჩილი ხდება ბოლომდე და არაფერი ისე არ უნდა, როგორც ქრისტესმიერი მორჩილება და რამდენიც არ უნდა იცხოვროს სულმა დედამიწაზე, მას ყოველთვის ენდომება და მოძებნის ამ მიუწვდომელ მორჩილებას, რომლის დავიწყება არ შეიძლება. ო, უფალო, როგორ ძლიერ გიყვარს შენ ადამიანი!
 
თემატური კითხვები
0