
ავტორი:
წმ. სილუან ათონელი
სულიწმიდაში შეიმეცნება უფალი და სულიწმიდა არის ყველა ადამიანში: სულშიც, გონებაშიც, სხეულშიც. ასე
სულიწმიდაში შეიმეცნება უფალი და სულიწმიდა არის ყველა ადამიანში: სულშიც, გონებაშიც, სხეულშიც. ასე შეიცნობა ღმერთი ცაში და დედამიწაზეც. უფალმა თავისი გულმოწყალებით მომცა მე ცოდვილს მადლი, რათა ხალხმა შეიმეცნოს ღმერთი და მოიქცეს მისკენ. ვწერ უფლის სიყვარულით, უფალს ვუყვარვართ ჩვენ, როგორც თავისი შვილები და მისი სიყვარული მეტია, ვიდრე სიყვარული დედისა, იმიტომ, რომ დედამ შეიძლება დაივიწყოს თავისი შვილი, უფალი კი არასდროს არ გვივიწყებს ჩვენ. თვითონ უფალს რომ არ მიეცა სულიწმიდა მართლმადიდებელი ადამიანებისათვის და ჩვენი დიდი მოძღვრებისთვის, არ გვეცოდინებოდა როგორ ძლიერ ვუყვარვართ მას.
|