1727. ღმრთისა და მოყვასის მიმართ სიყვარულის შესახებ მცნებების გარდა რას მიაპყრო განსაკუთრებული
1727. ღმრთისა და მოყვასის მიმართ სიყვარულის შესახებ მცნებების გარდა რას მიაპყრო განსაკუთრებული ყურადღება იესო ქრისტემ?
განმარტება:
1. ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.
2. ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნენ.
3. ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა.
4. ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდეს და სწყუროდის სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განსძღენ.
5. ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ.
6. ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ.
7. ნეტარ იყვნენ მშვიდობისმყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისად იწოდნენ.
8. ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.
9. ნეტარ იყვნეთ თქვენ, რაჟამს გყვედრიდენ და გდევნიდნენ და სთქვან ყოველი სიტყვა ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუით ჩემთვის; გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი დიდ არს ცათა შინა.
1. ვინც წუხს თავისი უბადრუკი სლიერი მდგომარეობის გამო,
2. ვინც გლოვობს თავსდატეხილი განსაცდელის გამო ან იმიტომ, რომ შეურაცხყოფილია, მაგრამ სასოწარკვეთილებაში კი არ ვარდება, არამედ სწამს ღმრთის შეწევნისა და ნუგეშისა.
განმარტება:
I. ვინც ნეტარების მცნებათა თანახმად სულით გლახაკია, ის დარწმუნებულია, რომ ღმერთის გარეშე ვერავითარ სიკეთეს ვერ აღასრულებს. სულით გლახაკნი შეიძლება მატერიალურად მდიდარი ადამიანებიც არიან, თუკი ისინი შეიმეცნებენ, რომ მატერიალური სიმდიდრე წარმავალია და თუ მას, ღმრთის ნებისამებრ კეთილი საქმეებისთვის გამოიყენებენ, და არა ამპარტავნებით თავის ასამაღლებლად. ასევე ფრიად განათლებული ადამიანებიც შეიძლება იყონ სულით გლახაკნი ნეტარების მცნების თანახმად. თუ ისინი არ გაამპარტავნდებიან, არამედ პირიქით, შეიგნებენ, რომ თვით სრულყოფილი განათლებაც კი ღმრთის ყოვლისმცოდნეობასა და სიბრძნესთან შედარებით - არაფერია.
II. ქრისტემ ბრძანა: ,,რაი სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თვისი იზღვიოს? ანუ რაი მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თვისისა?" (მთ.16,26).
III. მრავალმან ადამიანმა ღმრთისადმი სიყვარულის და სრულყოფილებისაკენ სწრაფვის გამო მთელი თავისი ქონება საქველმოქმედო, რელიგიური და პატრიოტული მიზნით გაიღო და ნებაყოფლობით ცხოვრობდა უპოვარებაში. ამით აღასრულეს მათ უფალ იესო ქრისტეს სიტყვები: ,,უკუეთუ გნებავს, რაითა სრულ იყო, წარვედ და განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და მოვედ და შემომიდეგ მე" (მთ.19,21).
IV. მგლოვარეთა ნეტარების შესახებ პავლე მოციქული წერს: ,,რამეთუ ღმრთისა მიერ იგი მწუხარებაი სიკუდილისა შეიქმს" (IIკორ.7,10).
V. მშვიდი და შრომისმოყვარე მიწის მუშაკი უფრო შეინარჩუნებს თავის დოვლათს, ვიდრე ჭირვეული და ძუნწი.
VI. სამართლიანობა საბოლოოდ გაიმარჯვებს; თითოეული, ვისაც ის უყვარს, ამას მოესწრება.
VII. უფალი მშვიდობის მეუფეა და არა განცალკევებისა და დაყოფისა. ვინც ცდილობს იყოს მშვიდობისმოყვარე, ის ღმერთის მიმდევარია და შეიძლება ღმრთის შვილად იწოდოს. ქრისტე თავის მოწაფეებს მოიკითხავდა სიტყვებით: ,,მშვიდობაი თქუენთანა!" (ლკ.24,36; ინ.20,19-21). ამ სიტყვებით მოიკითხავს აგრეთვე მოძღვარი მრევლს წმიდა ლიტურღიაზე.
|
|