თემა: ღმერთი

ღმერთი ის არის, ვინც არსებობს. ის არის იგი, ვინც თავადაა მყოფობა. ის არის სისრულე არსებობისა,

ღმერთი ის არის, ვინც არსებობს. ის არის იგი, ვინც თავადაა მყოფობა. ის არის სისრულე არსებობისა, სისრულე გაბრწყინებული, მოზეიმე ცხოვრებისა. იგი ყოვლადკმაყოფილია (ეს სიტყვა აქ თანამედროვე მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ, არამედ იმ აზრით, რომ იგი რაიმე ნაკლებობას არ განიცდის). მას აქვს ყველაფერი მთელი სისრულით, მას არაფერი სჭირდება. მას არავის, არაფრის, არანაირი ქმნილების უკუგდება არ სურს, იმიტომ, რომ თვითონაა სიყვარული, ანუ დღესასწაული სიცოცხლისა, რომლის ბუნება იმაში მდგომარეობს, რომ გასცეს საკუთარი თავი უსასრულოდ, უსაზღვროდ, საუკუნოდ, ყოველთვის ყველასთვის, ვისაც ეს მისგან სჭირდება.

 
თემატური კითხვები
0