ღმერთის ძე იმისთვის შეიქნა კაცის ძედაც, რომ ჩვენ, კაცნი, ღმერთის შვილებად ვექციეთ და ადამის მთელი

ღმერთის ძე იმისთვის შეიქნა კაცის ძედაც, რომ ჩვენ, კაცნი, ღმერთის შვილებად ვექციეთ და ადამის მთელი მოდგმაც იმ მადლთან ეზიარებინა, რაც იმთავითვე ბუნებრივი იყო მისთვის - უფალი ღმერთისთვის. მან ხელმეორედ გვშვა ჩვენ სულიწმიდით და მეყვსეულად წარგვიძღვა ცათა სასუფევლისაკენ, უფრო სწორად კი, წყალობით მოგვხედა და ცათა სასუფეველი თვით ჩვენშივე დაამკვიდრა (ლუკა 17, 21), რათა ჩვენ მისი მოპოვების ოდენ იმედით კი არ გვეარსება, არამედ უკვე დამკვიდრებული მასში, ასე გვეღაღადა: "ცხოვრებაი ჩვენი დაფარულ არს ქრისტეთურთ ღმრთისა თანა!" (კოლას. 3, 3).
 
თემატური კითხვები
0