წმ. სერაფიმე საროველი

დარიგება ახალბედა მონაზონს

დარიგება ახალბედა მონაზონს

ხელსაქმის კეთებისას ანდა რაიმე მორჩილების შესრულებისას მუდმივად ილოცე: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი", თან საკუთარ თავს ჩაუღრმავდი, ანუ გონება მოიკრიბე და სულთან შეაერთე. თავიდან ერთი-ორი დღე ეს ლოცვა მხოლოდ გონებით, დამარცვლით იმეორე, ყოველ სიტყვას ცალ-ცალკე დაუფიქრდი. მერე, როცა უფალი თავისი მადლით გულს გაგითბობს და გონებას სულთან შეაერთებს, ეს ლოცვა შენში უკვე განუწყვეტლივ იწყებს დენას და მუდამ შენთან იქნება, დაგატკბობს და გასაზრდოებს. სწორედ ამას ნიშნავს ესაია წინასწარმეტყველის მიერ თქმული: "კურნებანი შენნი მალე აღმოხდენ... და დიდებამან ღმრთისამან გარეშეგიცვას შენ" (ეს. 58,8). როდესაც ეს სულიერი საზრდელი, ანუ თვით უფალთან საუბარი გექნება, რატომღა წახვალ ძმების სენაკებში, თუნდაც ვინმე გიხმობდეს
 
თემატური კითხვები
6