
ავტორი:
წმ. იოანე დამასკელი
ღმერთი ყოველივეს განმსჭვალავს, თვითონ კი, ამავე დროს, არაფერს არ აღერევა. ღმერთს ვერაფერი
ღმერთი ყოველივეს განმსჭვალავს, თვითონ კი, ამავე დროს, არაფერს არ აღერევა. ღმერთს ვერაფერი განმსჭვალავს. ყოველივე ღმერთმა თავისი მარტივი ცოდნით იცის და ყველაფერსვე მარტივად სჭვრეტს თავისი ღვთაებრივი და უხორცო თვალით - აწმყოსაც, წარსულსაც და მომავალსაც და სჭვრეტს უწინარეს მათი ყოფისა. ღმერთის ბუნება უცოდველია, თვითონ კი ცოდვათა მომტევებელი და ყოველთა მაცხოვნებელია. რასაც კი ინებებს, ღმერთი ყოველივეს იქმს, რამეთუ მას ყველაფერი ძალუძს. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთს ყოველივე როდი ნებავს, რაც ძალუძს, რამეთუ ძალუძს მთელი ქვეყნიერების დაღუპვა, მაგრამ არ ნებავს ეს და არასდროს არ იქმს ამას.
|