ღმერთმა, რომელმაც თავისი ძლევამოსილი სიტყვით ყოფიერებისკენ მოუწოდა ყველაფერს, რაც კი არსებობს,

ღმერთმა, რომელმაც თავისი ძლევამოსილი სიტყვით ყოფიერებისკენ მოუწოდა ყველაფერს, რაც კი არსებობს, პასუხისმგებლობა აიღო თავის შემოქმედებით აქტზე, თავის გადაწყვეტილებაზე - შეექმნა სამყარო და მიეცა მისთვის თვითგანსაზღვრის თავისუფლება. ღმერთმა პასუხისმგებლობა აიღო იმით, რომ ისტორიის რომელიღაც მომენტში, იმ პირველ დღეებში, საიდანაც ქრისტიანული ერა, ქრისტიანული პერიოდი იწყება, თვით ღმერთი იქცა ადამიანად და ისე, რომ ბოროტებას არ შეხებია, ცხოვრობდა და მოქმედებდა ჩვენში, ეხებოდა ბოროტების ყველანაირ შედეგს, ყველანაირ ტანჯვას, ქვეყნიერების ყველანაირ საშინელებას, უღმერთობას და სიკვდილს. ღმერთმა მოუწოდა ადამიანს ცხოვრებისაკენ არა იმიტომ, რომ ოდესმე ადამიანი მის წინაშე პასუხით წარმდგარიყო. მან ჩვენ მოგვანდო მის მიერ შექმნილი ქვეყნიერება, მოგვცა შემოქმედების საშუალება, რომ შეგვექმნა ამ სამყაროსგან საოცარი სილამაზე, ჰარმონია, სიმართლე. მაგრამ, როდესაც ადამიანმა გადაუხვია ამ გზიდან, წავიდა ეგოიზმის, სიხარბის, შიშის, უსიყვარულობის გზით, მაშინ ღმერთი იქცა ადამიანად. ჩვენ გვჯერა, რომ ბეთლემში შობილი იესო ქრისტე, რომელიც წმინდა მიწაზე ქადაგებდა, რომელიც ჯვარს აცვეს უსამართლო განსჯის შემდეგ და რომელიც აღსდგა, არის თვით უფალი, რომელიც ამ ქვეყანაზე იმიტომ მობრძანდა, რომ ჩვენთან ერთად გაეზიარებინა თავისი შემოქმედებითი აქტის ყველანაირი შედეგი და ისიც, რაც ჩვენ ამ სამყაროს ვუყავით, სამყაროს, რომელიც მან ჩვენ მოგვანდო.
 
თემატური კითხვები
0