
ავტორი:
პაისი მთაწმინდელი
ყოველწამიერად უფალი თავისი სიყვარულით ეფერება ყველა ადამიანის გულს, მაგრამ ჩვენ ამას ვერა ვგრძნობთ,
ყოველწამიერად უფალი თავისი სიყვარულით ეფერება ყველა ადამიანის გულს, მაგრამ ჩვენ ამას ვერა ვგრძნობთ, ვინაიდან ჩვენი გულები ნადებმა დაფარა. თუ გულს გაისუფთავებს, ადამიანი ლმობიერდება, ლბება, დნება, გონებას კარგავს, რადგან ღვთის სიკეთესა და ქველმოქმედებას ხედავს, რომელსაც ერთნაირად უყვარს ყოველი ადამიანი. ამგვარ ადამიანს სტკივა იმათ გამო, ვინც იტანჯება, მათ მიმართ კი, ვინც სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს, იგი სიხარულს განიცდის. თუ კეთილზნეობრივი სული მხოლოდ ღვთის კეთილქმედებებზე იფიქრებს, მათ შეუძლიათ მაღლა აიტაცონ იგი და რაღა ითქმის, მის მრავალრიცხოვან ცოდვებზე და ღვთის კეთილწიაღობრიობაზე? როდესაც ადამიანის სულიერი თვალი განიწმიდება და ნახავს ღვთის მზრუნველობას როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვათა მიმართ, მაშინ თავისი მგრძნობიარე, შიშველი გულით განიცდის იგი საღმრთო განგებულებას. ის დნება მადლიერებისაგან და გადაიქცევა შეშლილად, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. მოღვაწეები გრძნობენ როგორც საკუთარ ცოდვილობას, ასევე ღვთის ქველმოქმედებას და თავს მის მარადიულ კეთილწიაღობრიობას ანდობენ, ისინი საკუთარ სულებს სამოთხისაკენ უმეტესი იმედითა და ნაკლები ხორციელი შრომით აღამაღლებენ.
|