ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: მცნებათა დაცვა
სწავლა ლე. თავი იბ. ქრისტეს მცნებათა დამარხვისათვის.
გევედრები, საყვარელნო ძმანო, ვისმინოთ ხმაი მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი, და მას ვმორჩილებდეთ. ხოლო რაი არს ხმა მისი: "ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა; ნეტარ იყვნენ წმინდანი გულითა; ნეტარ იყვნენ მოწყალენი". უკეთუ ამას ვიქმოდეთ, ქრისტესთანა ვართ და ეშმაკი ვერ შემოგვეხოს და უკეთუ მოგვეახლოს, მეყვსეულად შეიმუსროს, რამეთუ ქრისტე მეუფე არს ჩვენი, რომელსა ესრეთ უყვართ, რომელ სულსა თვისსა დასდებს ჩვენთვის და ძლიერი ყოველთა მეუფე და უფალი. ხოლო ვინათგან ძლიერიცა არს და უყვართცა, რაიღა არს დამაყენებელ ჩვენდა ცხოვრებად? არა რაი გარნა ჩვენი უდებებაი, და იტყვის: "ვერ ძალ გიძს ღმრთისა და მამონისა მონებაი", აწ უკეთუ ღმერთსა ვმონებდეთ, მამონას მძლავრება არა მოიწიოს ჩვენ ზედა, რომელი უბოროტეს არს ყოვლისა ბრძანებისა სიყვარული საფასეთა, რომელი სავსე არს შურითა და ხდომითა, ბილწებითა, ანგაარებითა, სიმთვრალითა და აზნაურთა ჰყოფს მონა - არა კაცთა მონა, არამედ ვნებათა. ჰოი მონება საეშმაკოი, რომელსა მრავალნი სულნი დაუბნელებიან და დაბნელებულნი იგი ვერ ჰსცნობენ წარწყმედასა მათსა, და უფროსად არა ჰნებავს ცნობაი, არამედ უხარის ბოროტსა მას შინა, და უკეთუ ვის ენებოს ხსნაი მათ, განრისხებულ იქნებიან. ჰოი კაცო! არათუ ამისთვის დაიბადე, რათა მარადის ოქროსა და ვერცხლსა ჰმონებდე, არა თუ ამისთვის შეგქმნა ღმერთმა ხატად თვისად, არამედ ამისთვის, რათა მარადის მას სათნო ეყო და ჰპოვნე საუკუნენი კეთილნი და ანგელოსთა თანა იშვებდე?! ხოლო შენ რად შთააგდებ თავსა შენსა უკანასკნელსა მას უნდოებასა შინა და ესე ვითარისა პატივისა წილ? რამეთუ ძმა შენი, რომელი მისვე ემბაზისაგან შობილ არს, რომლისაგან შენ, იგი სიყმილითა განიხრწნების, და შენ სიმაძღრითა განსქდები? იგი შიშველი განიყინების და შენ სამოსელთა ზედა სამოსელსა შესძინებ საჭმლად მატლთა? და არა უმჯობეს იყოა, უკეთუმცა გლახაკთა შემოსე და რათამცა განუხრწნელ და წარუპარველ იყო და საუკუნომცა ცხოვრება მოგენიჭა? ანუ არა გვამი ქრისტესი უპატიოსნეს არსა არტახისა და კიდობნისა. რამეთუ არათუ განუხრწნელად ოდენ დაიმარხავს სამოსელთა, არამედ უბრწყინვალესცა ჰყოფს? არცა კართა და მოქლონთა გიხმს შეკრძალვაი შიშისათვის მპარავთასა, რამეთუ ყოვლისაგანვე წარპარვისა უშიშ არს იგი, და არს დამარხულ ცათა შინა? ამას ყოველსა მე არა დავსცხრები თქმად მარადის და თქვენ არა ისმენთ! არამედ ნუმცა არს ესე თქვენ ყოველთა ზედა, გარნა ისმინეთ ჩემი მდიდარნო და გლახაკნო, რამეთუ გლახაკთაცა ძალუძს ენებოს თუ ქმნად მოწყალებისა, პურითა და გრილითა წყლითა და ხილვითა უძლურთათა და სიტყვათა ნუგეშინის ცემისათა, და დადგენითა სახლსა შინა თვისსა უცხოსათა. რამეთუ არა სიმრავლესა საფასეთასა ვეძიებთ გლახაკთაგან, არამედ ამას მდიდართაგან ვეძიებთ, ხოლო გლახაკთაგან ქმნად ძალისაებრ თვისისა თვითოეულმან ქველის საქმე და შეიწირავს მას ღმერთი.
რაოდენნი ინატრიან, რაოდენნი ინატრიან, რათამცა პოვნილ იყვნეს მას ჟამსა, რაჟამს ქრისტე იქცეოდა ქვეყანასა ზედა, რათამცა შეეწყნარა იგი სახლად თვისა? ხოლო აჰა ესე რა, შესაძლებელ არს აწცა ამის საქმისა ქმნაი, უკეთუ ვის ენებოს, რათა მოუწოდოთ მას სახლად თქვენდა და მიიღოთ კურთხევა მისგან და გესმას მას დღესა: "მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ სასუფეველი განმზადებული თქვეთვის უწინარეს სოფლისა დაბადებისა, რამეთუ მშიოდა და მეცით მე ჭამადი..." და შემდგომი ამისი. აწ უკვე, საყვარელნო, უკეთუ გვსურის ქრისტეს მცნებათა აღსრულებაი, და უკეთუ გვნებავს, რათა ესე ხმა გვესმას, შევმოსოთ შიშველი, შევიწყნაროთ უცხოი, გამოვზარდოთ მშიერი, ვასვათ წყურიელს, მივიდეთ სნეულისა და საპყრობილესა მყოფისა, რათა ვჰპოვოთ მას დღესა კადნიერება და შენდობა ცოდვათა და საუკუნოთა კეთილთა მივემთხვივნეთ მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი