წმ. იოანე ოქროპირი - მცნებათა დაცვა
წმ. იოანე ოქროპირი

თემა: მცნებათა დაცვა

სწავლა ლვ. ქრისტეს მცნებათა დამარხვისათვის.

ქრისტესა მეუფესა ბაძვიდეთ, საყვარელნო, რომელმან არა თუ ოდენ მოითმინა ყვედრებანი ურიათაგან, არამედ ბევრეულნი კეთილნი უყვნა მათ, რომელნი იგი აგინებდეს მას და ეძიებდეს მოკლვად. და რად ვიტყვი თუ კეთილი უყო, რამეთუ სულიცა თვისი დასდვა მათთვის და ჯვარს აცვეს რა, მათთვის მამასა ევედრებოდა? ჩვენცა უკვე, ძმანო, ვჰბაძვიდეთ მას, რამეთუ ესე არს, ქრისტეს მცნებისა აღსრულება.და მოწაფე ყოფა მისი, რათა კაცი მშვიდ იყოს და მდაბალ. ხოლო სიმშვიდე ვითარ მოვიგოთ, უკეთუ ცოდვათა ჩვენთა არა ვიხსენებდეთ და ვიგლოვდეთ და ვსტიროდეთ? რამეთუ სადა გლოვა იყოს, მუნ მრისხანება ვერ დაიმკვიდრებს, სადა შემუსვრილება გულისა არს, მუნ გულფიცხელობა არა იპოვების. რამეთუ რაჟამს გონება იტანჯებოდინ გლოვისა მიერ და ყოვლადვე ვერ შემძლებელ არნ განრისხებად, არამედ ქვედადრეკილი იგლოვნ და სტირნ. რამეთუ ტირილისაცა არს საწუთო ესე და გლოვისა. ვინათგან მრავალთა მიერ შებღალულ ვართ საქმითცა და სიტყვით, რომელთათვის მიგველის გეენიაი ცეცხლისა და განვრდომა სასუფეველისაგან, რომელი ესე უბოროტეს არს ყოვლისავე და ვინაითგან ესე ესრეთ არს, ვითარ იკადრებ შენ სიცილსა და განცხრომასა, რომელსა ეგე რისხვა მეუფისა გესმის და სდგა ყდებებით და არ სძრწი? არა გესმისა, ვითარ იტყვის, ვითარმედ: "მას დღესა ჰრქვას მეუფემან მარცხენითთა, წარვედით ჩემგან წყეულნო ცეცხლსა მას განმზადებულსა ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთათვის, რამეთუ მშიოდა და არა მეცით მე ჭამადი..." და შემდეგი ამისი?!
    ისმინე იგავი ქალწულთა მათ, ვითარ განვარდეს სასძლოსა მისგან? ვინათგან ზეთი წყალობისა არა აქვნდა. ისმინე წინასწარ-მეტყველისა, ვითარ იტყვის: "შემიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა?" რამეთუ ეგრეთვე ჩვენ თანაგვაძს მოწყალება მოყვსისა, ვითარცა, ჩვენ ვითხოვთ ღვთისა მიერ. რამეთუ მოწყალება კეთილი ესე არს, რაჟამს ნაკლულევანებისაგან ჩვენისა მივსცემდეთ. და უკეთუ კულა ნამეტნავისაგანცა არა მივსცემდეთ, არა ვუწყი, თუ ვითარი წყალობა ჰპოვოს მას დღესა, ანუ ვითარ განვერნეთ სატანჯველთაგან. რამეთუ ქალწულთა მათ ესოდენთა შრომათა და მოღვაწებათა შემდგომად არარაი ჰპოვეს ნუგეშინისცემაი, რაი ვჰყოთ ჩვენ საწყალობელთა ამათ, რაჟამს ესრეთ გვაყვედრებდეს ქრისტე, ვითარმედ: "მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი, და რაოდენი არა უყავთ ერთსა მცირეთგანსა, არცა მე მიყავთ". რამეთუ ყოველივე კაცი გინა დიდი იყოს, გინა მცირე-ოდენ მორწმუნე იყოს და არა ვჰყოთ მის თანა წყალობაი?! ესე სიტყვა გვესმას ჩვენ, ძმანო, რაისა ძნელსა ეძიებს ჩვენგან მეუფე, და არა იტყვის, თუ უძლურ ვიყავ და არა აღმადგინე, არამედ არა მიხილეო. არა იტყვის, თუ საპყრობილესა ვიყავ და არა გამომიყვანეთ, არამედ არა მოხვედით ჩემდამო. რაზომცა უკვე მსუბუქ არიან მცნებანი ესე ქრისტესნი, ესე ზომცა მძიმე არიან სატანჯველნი მათთვის, უკეთუ არა აღვასრულნეთ. რამეთუ რაი არს უადვილეს საპყრობილესა მისვლისა, ანუ უმჯობეს, სადაცა იხილნე რომელნიმე კრულნი, რომელნიმე ტანჯვასა შინა, რომელნიმე მშიერნი, რომელნიმე უძლურნი საწყალობელნი? დაღაცათუ ქვაი იყო, ლმობიერ იქმნე, იხილნე რა საქმენი კაცობრივნი, და საუკუნოცა სატანჯველნი მოიგონო და ესრეთ განიოტო შენგან გულის-წყრომაი, და გულის-ხმა ჰყო, ვითარმედ, უკეთუ კაცთა მიერ ესე ვითარნი შიშნი და ტანჯვანი და სასჯელნი არიან, რაიმე ყოფად არს წინაშე ღვთისა დღესა მას განკითხვისასა? ამისთვისცა ბრძენი იგი იტყოდა: "კეთილ არს შესვლა სახლსა გლოვისასა, ვიდრე სახლსა სიხარულისასა". გევედრები, საყვარელნო ძმანო, დავიმარხნეთ მცნებანი ქრისტესნი და აღვასრულნეთ იგინი მიხედვითა სნეულთა და შესვლად საპყრობილესა, რათა გვესმას ხმა იგი სანატრელი, ვითარმედ: "კეთილ მონაო სახიერო და სარწმუნოო, შევედ სიხარულს უფლისა შენისასა", რომელსა ღირსმცა ვართ მიმთხვევად ყოველნი მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი
image image
 
თემატური კითხვები
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები