ავტორი:
ანასტასი სინელი
ღმერთმან რომ ქუეყანა შეჰქმნა, ეგონა ეშმაკს, ქუეყანა მათ მიეცემოდა სამკვიდრებლად. ღმერთმან რომ კაცი
ღმერთმან რომ ქუეყანა შეჰქმნა, ეგონა ეშმაკს, ქუეყანა მათ მიეცემოდა სამკვიდრებლად. ღმერთმან რომ კაცი შეჰქმნა, ჰსცნეს რომ კაცისათვის იყო ქუეყანა. ამის მიზეზისათვის იწყეს შური და მტერობა კაცისა. ეგრეთუე შენ, ეშმაკის მსგავსად ერთს რასმეს შენთვის ჰგონებ, ის შენ აღარ მოგეცემა და ერთს ვისმე შენს მოყუასს მიეცემა და ამისთვის შენ მისდა მიმართ შურს და მტერობას ჰოფ, მიხედე, თუ ეშმაკის მსგავსი არა ხარ! ეგების იძიო ჩემგან და ჰსთქუა: "ნივთიერი ვარ და ნივთისათვის შური და ძიება არა ვყო, ვითარ ვიცხოვრო?" აქ წინასწარმეტყველისა დავითის სიტყუას გეტყვი: "მიუტევე უფალს ზუნვა შენი და მან გამოგზარდოს შენ".
|